logo
ENG



პუტინმა კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა

07 აგვ 202416:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/2cg5mnbufsbu37y.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეჭრით უკრაინამ "მორიგი მასშტაბიანი პროვოკაცია" განახორციელა. ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან ისაუბრა.

"ჩვენი შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, FSB-სთან, ვგულისხმობ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ზონას. და მოვისმენ კიდევ ერთ მოხსენებას ჩემი კოლეგებისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკის ოლქში", - განაცხადა პუტინმა.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში შევიდა და სასაზღვრო ზონაში გამაგრდა. სხვადასხვა მონაცემებით, ოლქში შეიარაღებული ძალების ერთი ან ორი ბატალიონი შევიდა, რუსეთმა კი ტექნიკა დაკარგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაშავდნენ ადგილობრივები და რუსი სამხედროები.


close დახურვა